ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას სპორტული დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ოფიციალურად: ბარსელონას სპორტული დირექტორი თანამდებობას ტოვებს
თარიღი 03 May 2023, 00:44
„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს.

ალემანის, რომელიც „ბარსელონას“ ბოლო წლების ყველა ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მან თანამდებობის ნაადრევად დატოვება გადაწყვიტა.

კლუბი აცხადებს, რომ 30 ივნისს წასვლის მიუხედავად, ალემანიმ კლუბს პირობა მისცა, რომ ამ ზაფხულს ტრანსფერების საკითხში დახმარებას გაუწევს და „ბარსას“ მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებს.

ალემანის წასვლის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა როგორც პრესაში იწერება, მან ინგლისური „ასტონ ვილასგან“ მიიღო სარფიანი შემოთავაზება და 1 ივლისიდან სწორედ ბირმინგემულ გუნდში დაინიშნება ანალოგიურ პოზიციაზე. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ პრესის ვარაუდია და არა დაზუსტებული ინფორმაცია.