ავტორიზაცია

ბარსელონა იმედოვნებს, რომ მესის ტრანსფერის დახურვას საზაფხულო ტურნემდე მოახერხებს

ბარსელონა იმედოვნებს, რომ მესის ტრანსფერის დახურვას საზაფხულო ტურნემდე მოახერხებს
თარიღი 03 მაი 2023, 23:26
„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ უახლოეს ზაფხულს ლეო მესის ტრანსფერის დახურვას მოახერხებს.

Marca-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა არგენტინელის კლუბში დაბრუნებით შეპყრობილია.

„ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები დიდხანს არ გასტანს და იმედი აქვთ, რომ არგენტინელი გუნდს აშშ-ში გასამართი წინასასეზონო მომზადების წინ შეუერთდება, რომელიც ივლისზეა დაგეგმილი.

გუშინ, კლუბთან შეთანხმების გარეშე საუდის არაბეთში გაფრენისთვის, „პსჟ-მ“ ლეო მესი გუნდიდან ორი კვირით მოკვეთა, რამაც მისი პარიზში ამ სეზონის შემდეგ დარჩენა პრაქტიკულად ნულს გაუტოლა.