მატეუ ალემანი ბარსელონაში ლეო მესის დაბრუნების წინააღმდეგი იყო - დირექტორი კლუბს 30 ივნისს დატოვებს
სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი „ბარსელონაში“ ლეო მესის დაბრუნების წინააღმდეგი იყო.
გუშინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ალემანი „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის თანამდებობას დატოვებს, თუმცა კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაეხმარება.
როგორც ჟურნალისტი ვერონიკა ბრუნატი წერს, ალემანის წასვლა ლეო მესისთან დაკავშირებით „ბარსელონას“ გეგმებს ხელს არ შეუშლის. მეტიც, დირექტორი არგენტინელის დაბრუნების წინააღმედგი იყო და მიიჩნევდა, რომ კლუბმა ფსონი ახალგაზრდებზე უნდა გააკეთოს და არა ვეტერანი არგენტინელი დაიბრუნოს.
ცნობილია, რომ „ბარსელონა“ ლეო მესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვას ივლისში მოახერხებს.