ავტორიზაცია

ედინ ჯეკო: "შემთხვევითი არ არის, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა"

ედინ ჯეკო: "შემთხვევითი არ არის, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა"
თარიღი 04 მაი 2023, 02:47
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალურ შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"გოლები ყოველთვის მნიშვნელოვანია თავდამსხმელისთვის, მაგრამ მე არ ვუყურებ სტატისტიკას. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, იტალიის თასის მოგება და სერია A-ს ტოპ 4-ში მოხვედრა.

მილანი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შემთხვევით არ მოხვედრილა. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯერა საკუთარი თავის და ვიცით, რომ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. “, - თქვა ჯეკომ.

სერია A-ს დღევანდელ მატჩში ბოსნიელმა დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი "ვერონა" - 6:0 დაამარცხა.