75 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად: ატლეტიკომ ზედიზედ ორ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა
ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში მადრიდის "ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე "კადისს" დაუპირისპირდა.
დიეგო სიმეონეს გუნდმა შინ "კადისი" (5:1) დაამარცხა. სულ რაღაც სამი დღით წინ გამართულ ბოლო ტურის მატჩში "ვალიადოლიდთან", გუნდმა 5:2 გაიმარჯვა.
დიეგო სიმეონეს გუნდმა შინ "კადისი" (5:1) დაამარცხა. სულ რაღაც სამი დღით წინ გამართულ ბოლო ტურის მატჩში "ვალიადოლიდთან", გუნდმა 5:2 გაიმარჯვა.
"ატლეტიკომ" ისტორიაში მხოლოდ მეოთხედ მოახერხა ლა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში ხუთი ან მეტი გოლის გატანა, Opta. ბოლო ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა შორეული 1948 წლის იანვარში.