ავტორიზაცია

უახლოეს საათებში მესის მამა ერთ-ერთი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება

უახლოეს საათებში მესის მამა ერთ-ერთი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება
თარიღი 04 მაი 2023, 03:02
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესის მიმართ ინტერესს სამი კლუბი გამოხატავს.

როგორც აქმადე არაერთხელ დაიწერა, 35 წლის სუპერვარსკვლავის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი", MLS-ის წარმომადგენელი "ინტერ მაიამი" და "ბარსელონა" იჩენენ. 

ცნობილი ინსაიდერის ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ყველაზე კონკრეტულ ინტერესს "ალ-ჰილალი" იჩენს, რომელიც მზადაა არგენტინელი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელად აქციოს - მისი ხელფასი საუდის არაბეთში დაახლოებით 400 მილიონი ევრო იქნება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ უახლოეს საათებში ხორხე მესი, რომელიც შვილის საქმეებს განაგებს, ამერიკული "ინტერ მაიამის" წარმომადგენლებს შეხვდება. "ბარსელონაში" ტრანსფერიც შესაძლებელია, მაგრამ ამის ალბათობა გაცილებით დაბალია.