ავტორიზაცია

რამდენ მილიონს დაკარგავს რეალი თუ ჩემპიონატში მეორე ადგილს დათმობს?

რამდენ მილიონს დაკარგავს რეალი თუ ჩემპიონატში მეორე ადგილს დათმობს?
თარიღი 04 მაი 2023, 03:10
მადრიდის "რეალმა" შესაძლოა მნიშვნელოვანი თანხა დაკარგოს, თუ ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა (0:2). მოგვიანებით, "ატლეტიკომ" ისარგებლა კონკურენტის მარცხით, "კადისი" (5:1) დაამარცხა და "ბლანკოსს" მეორე ადგილიდან ჩამოაქვეითა.

როგორც Relevo-მ აღნიშნა, მეორე ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანზე 8 მილიონი ევროთი მეტ საპრიზო თანხას მიიღებს.

"ატლეტიკოს" ახლა 69 ქულა აქვს, "რეალს" კი 68. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბარსელონაა" (82), რომელსაც ჩემპიონობის გაფორმება მომდევნო ტურში შეუძლია.

temo
ტოპ კომენტარი
0
05 მაი 2023, 02:12
როგორც Relevo-მ აღნიშნა, მეორე ადგილზე გასული გუნდი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანზე 8 მილიონი ევროთი მეტ საპრიზო თანხას მიიღებს./ ესპანეთში არც ბრინჯაოს და არც ვერცხლის მედლებს არ არიგებენ ჩემპიონატში.