ავტორიზაცია

VIDEO: "ნეიმარ, დაიკარგე", - პსჟ-ს ფანებმა ნეიმარის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს

თარიღი 04 მაი 2023, 12:13
"პსჟ"-ს გულშემატკივრებმა ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. 

პარიზული გუნდის ფანები ბრაზილიელი ვარსკვლავის კლუბიდან წასვლას ითხოვენ.

"ნეიმარ, დაიკარგე", - ყვიროდნენ პარიზული კლუბის გულშემატკივრები ვარსკვლავი ფეხბურთელის სახლთან.

31 წლის თავდამსხმელი "პსჟ"-ს მაისურს 2017 წლის აგვისტოდან იცავს. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ნეიმარმა 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.