ავტორიზაცია

პსჟ მესის და ნეიმარის მიმართ გულშემატკივრების შეურაცხყოფას გამოეხმაურა

პსჟ მესის და ნეიმარის მიმართ გულშემატკივრების შეურაცხყოფას გამოეხმაურა
თარიღი 04 May 2023, 12:18
"პსჟ"-ს პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა კლუბის გულშემატკივრების ქცევასთან დაკავშირებით, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს გუნდის ფეხბურთელებს ნეიმარს, ლიონელ მესის და მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს.

„ჩვენი კლუბი გმობს ოთხშაბათს მომხდარ მსგავს ქმედებებს. როგორიც არ უნდა იყოს უთანხმოება, ეს არ ამართლებს მათ ქმედებებს. პსჟ მხარს უჭერს თავის ფეხბურთელებს, პერსონალს და ნებისმიერ სხვას, ვინც ამ გულშემატკივართა ქცევით არის დაზარალებული. ",- წერია განცხადებაში.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე პარიზულ გუნდს 75 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.