ავტორიზაცია

რეალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში - ედუარდო კამავინგამ საკლუბო ფეხბურთი დახურა

რეალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში - ედუარდო კამავინგამ საკლუბო ფეხბურთი დახურა
თარიღი 07 May 2023, 02:19
ედუარდო კამავინგა „რეალს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და არასრულ ორ წელიწადში ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

20 წლის ფრანგი გახდა „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც კლუბის მაისურით ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, კოპა დელ რეი, ლა ლიგა - 2002 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა შეიძლება ითქვას რომ საკლუბო ფეხბურთი ოფიციალურად დახურა.

ედუარდო კამავინგა მადრიდის „რეალს" 2021 წლის ზაფხულში „რენიდან" 30 მილიონ ევროდ შეუერთდა.