როგორი შეფასება მიიღო მიქაუტაძემ ნიორთან მატჩში?

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში "მეცი" სტუმრად "ნიორს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
22 წლის ფორვარდმა 45-ე წუთზე პენალტი გაიტანა, ხოლო 83-ე წუთზე მეტოქეს ბურთი მოპარა და მეკარე უშანსოდ დატოვა.
Sofscore-მა მიქაუტაძის თამაში 8.2 ბალით შეაფასა რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ამრიგად, "მეცს" 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ბორდოს" 3 ქულით ჩამორჩება.