ავტორიზაცია

კრისტიან ჯუნტოლი ნაპოლის ტოვებს?

კრისტიან ჯუნტოლი ნაპოლის ტოვებს?
თარიღი 08 მაი 2023, 14:11
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, შესაძლოა ნეაპოლური გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.

Sport Italia ცნობით, ჯუნტოლი შესაძლოა "იუვენტუსს" შეუერთდეს.

51 წლის სპეციალისტის გაფორმებით იუვეს გარდა, "პსჟ"-ც აქტიურად არის დაინტერესებული.

გამოცემა მის შესაძლო შემცვლელსაც ასახელებს: აურელიო დე ლაურენტისი მოხიბლულია "ემპოლის" სპორტული დირექტორის, პიეტრო აკარდის მუშაობით, რომელმაც კლუბში არაერთი ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიყვანა.