მესისთან ერთად ალ-ჰილალში კიდევ ერთი ტოპ ფეხბურთელი გადავა?
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ლიონელ მესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
არგენტინელის ახალი კლუბი დიდი ალბათობით "ალ-ჰილალი" უნდა იყოს - ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე ავტორიტეტული წყარო ყვება.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, "ალ-ჰილალში" კიდევ ერთი ტოპ ფეხბურთელი გადავა. საუბარია ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტზე, რომელსაც "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, "ალ-ჰილალში" კიდევ ერთი ტოპ ფეხბურთელი გადავა. საუბარია ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტზე, რომელსაც "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
წყაროს ცნობით, 34 წლის ესპანელი "ალ-ჰილალთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.