ავტორიზაცია

ასტონ ვილა ემერის ტრანსფერებისთვის 225 მილიონ ევროს გამოუყოფს

ასტონ ვილა ემერის ტრანსფერებისთვის 225 მილიონ ევროს გამოუყოფს
თარიღი 11 მაი 2023, 16:11
"ასტონ ვილა" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დიდი თანხებით დაუჭერს მხარს მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის. 

The Sun-ის ინფორმაციით, გუნდი ესპანელ სპეციალისტს შემადგენლობის გასაძლიერებლად 225 მილიონი ევრო გამოუყოფს.

წყარო დასძენს, რომ გუნდში მალე ახალი სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი მივა. 

ესპანელი სპეციალისტისთვის შემადგენლობის გაძლიერების პრიორიტეტული ვარიანტი ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი მანუელ უგარტე იქნება, რომელსაც სხვა ინგლისური კლუბებიც აკვირდებიან.