რამსდეილი თანახმაა არსენალთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, "არსენალის" მეკარე აარონ რამსდეილი კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
წყაროს ცნობით, 24 წლის ინგლისელი სიტყვიერად დათანხმდა ხელშეკრულების გაგრძელებას 2028 წლის ზაფხულამდე.
წყაროს ცნობით, 24 წლის ინგლისელი სიტყვიერად დათანხმდა ხელშეკრულების გაგრძელებას 2028 წლის ზაფხულამდე.
რამსდეილი "არსენალს" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაუშვა და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა.