კანავარო: "სტუმრად თამაშის მიუხედავად, რეალი სიტისთან საპასუხო მატჩის ფავორიტია"
ფაბიო კანავარომ ისაუბრა, მისი აზრით რა შანსი აქვს „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის მორიგ ფინალში გასვლის.
მადრიდელებმა პირველი მატჩი „სიტისთან“ ფრედ 1:1 ითამაშეს, 17 მაისს კი ინგლისში საპასუხო დაპირისპირებისთვის ჩავლენ.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან კვლავ ერთ ნაბიჯშია
„ასეა. კიდევ ერთხელ. კარგი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომ ყველაფერი „მან სიტის“ სტადიონზე გადაწყდება.
შედეგი „სიტისთვის“ უფრო დადებითია. არის თუ არა გვარდიოლას გუნდი ფინალში გასვლის ფავორიტი?
მე ასე არ მიმაჩნია. „რეალს“ მე ძალიან კარგად ვიცნობ და ეს თქვენც, ესპანეთში, ძალიან კარგად ვიცით. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ისინი მანჩესტერში მოსაგებად ჩავლენ. „რეალი“ საპასუხო მატჩის ფავორიტია, თუნდაც გასვლაზე თამაშობდეს.
რამდენიმე კვირის წინ, როცა „რეალი“ ლა ლიგისთვის ბრძოლას გამოეთიშა, თუ იფიქრებდით, რო მ ის ჯერ „ლივერპულს“ და „ჩელსის“ გასცდებოდა და შემდეგ, „სიტისაც“ გაუწევდა კონკურენციას?
არა, არ ველოდი. თუმცა, ჩვენ „რეალზე“ ვლაპარაკობთ. გასაგებია, რომ წელს მათ ლა ლიგაში საქმეები არ მისდით. მაგრამ საბოლოოდ, მათ ფსონი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთეს და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ - ეს ტურნირი ლა ლიგაზე მნიშვნელოვანია.
ჩემპიონთა ლიგაზე სრული კონცენტრაციის გადატანა აუცილებლად მისი მოგების გარანტია არ არის.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც ამ ტურნირზე ყოველთვის შორს გადის. კარლო ანჩელოტი ამ თვალსაზრისით ფენომენია და ამიტომ, ნახევარფინალის მეტოქეებს „რეალის“ ყოველთვის ეშინიათ.
„მანჩესტერ სიტი“, რომელიც ამ სეზონში განსაკუთრებით შეუჩერებელია, ასევე უფრთხის „რეალს“?
„რეალი“ სხვა მეტოქეზე არ ღელავს. „მან სიტი“ საუცხოო გუნდია, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. მაგრამ როცა ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი და „რეალს“ გულისხმობ...“, - აღნიშნა მადრიდული კლუბის ექს-მცველმა და 2006 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა.