ავტორიზაცია

პსჟ-მ და მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ვარსკვლავები გაცვალონ

პსჟ-მ და მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ვარსკვლავები გაცვალონ
თარიღი 15 მაი 2023, 11:22
"პსჟ"-მ ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმართან განშორება გადაწყვიტა. ამის შესახებ Sports Zone იუწყება.

ამ დროისთვის ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა 31 წლის ფეხბურთელის გაშვების ვარიანტებს განიხილავს.

პარიზელები მზად არიან, ნეიმარი იჯარით გაუშვან, შემდგომი ყიდვის შესაძლებლობით. 

გარდა ამისა, "პსჟ" მზადაა განიხილოს თავდამსხმელის მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველ ბერნარდო სილვაში გაცვლა.

ნეიმარის პრეტენდენტებს შორის უკვე დასახელებულია ლონდონის "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი".

ბრაზილიელი "პსჟ"-ში 2017 წლის აგვისტოდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ვადა 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.