ავტორიზაცია

პოჩეტინო ჩელსისთან კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს

პოჩეტინო ჩელსისთან კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს
თარიღი 15 მაი 2023, 12:51
არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინო ლონდონის "ჩელსიში" მუშაობასთან ახლოსაა.

როგორც Sky Sports-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ამ კვირაში მწვრთნელი ინგლისში ჩაფრინდება და "არისტოკრატებგან" შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს.

მხარეები შრომითი ხელშეკრულების დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. პოჩეტინოს კონტრაქტი "ჩელსისთან" 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა ორი სპეციალისტი - თომას ტუხელი და გრემ პოტერი გაათავისუფლეს. გუნდს სეზონის ბოლომდე ფრენკ ლამპარდი ხელმძღვანელობს.

პრემიერ ლიგის 35 ტურის შემდეგ "ჩელსი" 43 ქულით მე-11 ადგილზეა.