ავტორიზაცია

ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არჩევანს სამ ფორვარდს შორის გააკეთებს

ჩელსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არჩევანს სამ ფორვარდს შორის გააკეთებს
თარიღი 16 მაი 2023, 14:11
"ჩელსი" ახალ ცენტრფორვარდს ეძებს. The Guardian-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, "არისტოკრატთა" სატრანსფერო სიაში სამი ფორვარდია.

წყარო ამბობს, რომ "ჩელსის" პირველი არჩევანი "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია. ნიგერიელი თავდამსხმელის გარდა, ლონდონური კლუბი მზადაა განიხილოს ლაუტარო მარტინესის (ინტერი) და ივან ტონი (ბრენტფორდი) შეძენის შესაძლებლობა.

"ჩელსი" 35 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-11 ადგილზე არიან. ლონდონური კლუბი შემდეგ შეხვედრას მანჩესტერ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.