ავტორიზაცია

პიოლი: "ინტერი დამსახურებულად გავიდა ფინალში"

პიოლი: "ინტერი დამსახურებულად გავიდა ფინალში"
თარიღი 17 May 2023, 02:04
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერმა“ „მილანი“ ისევ დაამარცხა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში „ნერაძურიმ“ 3:0 მოიგო და ფინალში დამაჯერებლად გავიდა.

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

"ინტერმა ჩვენზე უკეთ ითამაშა, თუ ორივე თამაშის სურათს გავითვალისწინებთ, დამსახურებულად გავიდა ფინალში.

პირველი მატჩის პირველი 15 წუთი ჩავაგდეთ, რაშიც ბევრი გადავიხადეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ჩვენთვის ფანტასტიკური მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. “, - თქვა პიოლიმ.