მესი არ ჩქარობს მომავალი კლუბის არჩევას
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესი უახლოეს მომავალში ახალ კლუბთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
"ბარსელონას" სურს არგენტინელის დაბრუნება, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება. ფეხბურთელით ასევე საუდის არაბეთის "ალ-ჰილალიც" ინტერესდება.
"ბარსელონას" სურს არგენტინელის დაბრუნება, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება. ფეხბურთელით ასევე საუდის არაბეთის "ალ-ჰილალიც" ინტერესდება.
ჟურნალისტ ჟერარდ რომეროს თქმით, თავად მესი არ ჩქარობს არჩევანის გაკეთებას: მან მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა ადამიანს სთხოვა მოთმინება და სიმშვიდე.
თავდამსხმელი "პსჟ"-სთან ერთად სეზონის ფინალურ მატჩებზე აპირებს ფოკუსირებას, რის შემდეგაც მომავლის საკითხს აქტიურად განიხილავს.