პსჟ-ს ვარსკვლავი მადრიდის რეალში გადასასვლელად მზადაა

იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი მიმდინარე სეზონის ბოლოს ამჟამინდელი კლუბის "პსჟ"-ს დატოვებას გეგმავს.
როგორც RMC Sport-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნახევარმცველი ესპანეთის ჩემპიონატში გადასასვლელად მზადაა, სადაც მის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს. "ბლანკოსის" კონკურენტებს შორის საუდის არაბეთის "ალ-ჰილალია".
ვერატი პარიზულ გუნდში 2012 წლის ივლისიდან თამაშობს. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების ვადა 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მარკომ 26 მატჩი ჩაატარა, ცხრა ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელ კი გააძევეს.