ავტორიზაცია

ტოტენჰემი არჩევანს ორ მწვრთნელს შორის გააკეთებს

ტოტენჰემი არჩევანს ორ მწვრთნელს შორის გააკეთებს
თარიღი 20 May 2023, 12:04
ლონდონის "ტოტენჰემმა" გუნდის მწვრთნელის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატი შეარჩია. 

The Telegraph-ის ცნობით, ლუის ენრიკე და არნე სლოტი "ტოტენჰემის" შერჩეულ სიაში არიან.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა გერმანელ სპეციალისტს იულიან ნაგელსმანს დაეკავებინა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.