ავტორიზაცია

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა

ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე სერია A-დან გავარდა
თარიღი 21 May 2023, 17:25
ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" სერია A-დან გავარდა.

ქართველის მცველის გუნდმა გუშინ "ბოლონიასთან" 1:5 წააგო, სერია B-ში დაქვეითება კი დღეს გაფორმდა.

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ლეჩესა" და "სპეციას" მატჩი (0:0) დასრულდა. 

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "კრემონეზეს" 24 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილს 7 ქულით ჩამორჩება.

ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში "კრემონეზეს" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.