ავტორიზაცია

კარლსრუეს მორიგი გამარჯვება - ბუდუ ზივზივაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა

კარლსრუეს მორიგი გამარჯვება - ბუდუ ზივზივაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა
თარიღი 21 მაი 2023, 18:17
გერმანიის II ბუნდესლიგის 33-ე ტურში "კარლსრუემ" "კაიზერსლაუტერნი" 2:0 დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძემ გერმანულ გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა და გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა. 

"კარლსრუეს" გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება.