ავტორიზაცია

რასიზმი და ვინისიუსი: რეალმა პროკურატურას მიმართა

რასიზმი და ვინისიუსი: რეალმა პროკურატურას მიმართა
თარიღი 22 მაი 2023, 15:56
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი კვირას "ვალენსიასთან" მატჩის დროს კიდევ ერთხელ გახდა რასიზმის მსხვერპლი. 

მადრიდული კლუბი მომხდარის მოთმენას არ აპირებს - "ბლანკოსმა" გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ მადრიდის "რეალის" ვებ-გვერდი წერს. მადრიდელებს იმედი აქვთ გამოძიების და დამნაშავეების დასჯას.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" "ვალენსიასთან" სტუმრად მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. 

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე "რეალი" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.