ავტორიზაცია

ანდრია პირლომ კარაგუმრუკი დატოვა

ანდრია პირლომ კარაგუმრუკი დატოვა
თარიღი 24 May 2023, 17:09
"ფატიჰ კარაგუმრუკმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა პირლოს გადადგომის შესახებ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გაწყდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ფატიჰ კარაგუმრუკში" "ჰატაისპორიდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს.

ანდრია პირლო "ფატიჰ კარაგუმრიუკს" გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა, ის მანამდე ტურინის "იუვენტუსში" მუშაობდა. 

თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 33 ტურის შემდეგ "ფატიჰ კარაგუმრუკი" 44 ქულით ცხრილის მეცხრე ადგილს იკავებს.