ავტორიზაცია

ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს - სიაში 7 ფეხბურთელია

ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს - სიაში 7 ფეხბურთელია
თარიღი 25 მაი 2023, 18:41
"ბარსელონას" ერთ-ერთი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად ნახევარმცველის შეძენაა.

ჟურნალისტ ჟერარდ რომეროს ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა შვიდი კანდიდატის სია შეადგინა. 

ამ სიაში შემდეგი მოთამაშეები შედიან: მარტინ სუბიმენდი (რეალ სოსიედადი), გვიდო როდრიგესი (ბეტისი), არტურ ვერმეერენი (ანტვერპენი), რუბენ ნევესი (ვულვერჰემპტონი), სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა), ნ'გოლო კანტე (ჩელსი) და ორიოლ რომეუ (ჟირონა).