პსჟ ჩაბი ალონსოს დაუკავშირდა, თუმცა ესპანელის პრიორიტეტი მადრიდის რეალში მუშაობაა

"პსჟ" ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და პრესაში პერიოდულად ჩნდება სხვადასხვა კანდიდატის სახელები.
მათ შორისაა ჩაბი ალონსო, რომელიც ახლა წარმატებით მუშაობს გერმანული ლევერკუზენის "ბაიერის" სათავეში.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზელები უკვე დაუკავშირდნენ ალონსოს, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემაა. ახალგაზრდა ესპანელს სურს შეცვალოს კარლო ანჩელოტი, როდესაც ის მადრიდის "რეალს" დატოვებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალს" 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსოს მიწვევა სურს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალს" 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსოს მიწვევა სურს.
სწორედ მაშინ ეწურება კარლო ანჩელოტის მოქმედი კონტრაქტი, ისევე როგორც ალონსოს ლევერკუზენის "ბაიერთან" არსებული ხელშეკრულება.