ავტორიზაცია

რობერტო მანჩინი: "ის, რაც ახლა ხდება, 20 წლის წინ არ ყოფილა, ეს დაუშვებელია და უნდა შეწყდეს"

რობერტო მანჩინი: "ის, რაც ახლა ხდება, 20 წლის წინ არ ყოფილა, ეს დაუშვებელია და უნდა შეწყდეს"
თარიღი 25 May 2023, 22:18
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპულ ფეხბურთში რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სტადიონზე მხოლოდ იმისთვის მიდის, რომ დაუშვებელი რაღაცები აკეთოს. ეს უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ხალხი სტადიონებზე სახალისოდ და თამაშის საყურებლად უნდა დადიოდეს.

მატჩების შეჩერება რასიზმის გამოვლენის შემთხევაში? ეს შეიძლება კარგი იდეა იყოს, მაგრამ ჯერ სათანადოდ უნდა შეფასდეს. როგორც წესი, ჩვენ ვაჭარბებთ ხოლმე, როცა იტალიაში რაღაც ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ახლა მთელ ევროპასა და მსოფლიოში მეორდება.

წესები უკვე გარკვეული პერიოდია არსებობს და ისინი უნდა გამოვიყენოთ: ეს ეპიზოდები ყოველწელს მეორდება. ოცი წლის წინ მსგავსი რამ არ ყოფილა. არ მახსენდება, მსგავსი რაღაც დაფიქსირებულიყო მაშინ, როცა მე ვთამაშობდი.

ფეხბურთელებმა მოედანზე უნდა ითამაშონ კარგად, კლუბებმა კი - მათ ფარგლებს გარეთ. ისინი უნდა ითხოვდნენ წესების დაცვას, თუნდაც ძალიან მკაცრი წესების. ზოგი ადამიანი იზოლირებული უნდა იყოს, მაგრამ არამგონია, ეს ადვილი გასაკეთებელი იყოს.“, - აღნიშნა მანჩინიმ.