ავტორიზაცია

გიუნდოგანი ბარსელონასთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს

გიუნდოგანი ბარსელონასთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს
თარიღი 26 მაი 2023, 15:57
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველის, ილკაი გიუნდოგანის მომავალი გაურკვეველი რჩება.

„ქალაქელები“ მზად არიან 32 წლის გერმანელს ახალი ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, მაგრამ ფეხბურთელს აქვს ვარიანტები "ბარსელონასა" და "არსენალიდან".

რაც შეეხება კლუბის შესაძლო შეცვლას, გიუნდოგანის პრიორიტეტი "ბარსელონაა". 

Relevo-ს ცნობით, ფეხბურთელი ამჟამად წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს კატალონიურ გრანდთან.

2022/2023 წლების სეზონში ილკაი გიუნდოგანმა 49 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.