ავტორიზაცია

ორი ფეხბურთელი, რომელიც, დიდი ალბათობით, რეალს ასენსიოსთან ერთად დატოვებს

ორი ფეხბურთელი, რომელიც, დიდი ალბათობით, რეალს ასენსიოსთან ერთად დატოვებს
თარიღი 26 მაი 2023, 21:44
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მარკო ასენსიო მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდს 30 ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რეალის მაისურით თავის უკანასკნელ მატჩს ფეხბურთელი 4 ივნისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამართავს.

დიდი შანსია, ეს მატჩი, ასენსიოს გარდა, უკანასკნელი გამოდგეს როგორც ნაჩოსთვის, ისე დანი სებალიოსისთვისაც.

ორივე ამ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ესპანური პრესა წერს, ორივესთან მიმართებაში კლუბი პესიმისტურად არის განწყობილი.

„რეალის“ ხელმძღვანელობა ორივესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ფეხბურთელებს შეთავაზებული როლი ვერ აკმაყოფილებთ და ამის გამო, დიდი შანსია, კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვონ.