ნიკა კაჭარავამ ქუთაისის ტორპედო დატოვა
29 წლის თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა.
ამის შესახებ იმერული კლუბი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე იტყობინება.
"ქუთაისის ტორპედო კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში. ",- წერია კლუბის განცხადებაში.
კაჭარავა "ტორპედოში" მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა. მან კლუბის რიგებში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.