ავტორიზაცია

ასენსიო ასტონ ვილაში გადასვლის შემთხვევაში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

ასენსიო ასტონ ვილაში გადასვლის შემთხვევაში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
თარიღი 30 მაი 2023, 15:57
ცნობილი გახდა, რა თანხას მიიღებს ნახევარმცველი მარკო ასენსიო "ასტონ ვილაში" გადასვლის შემთხვევაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასენსიო "ასტონ ვილაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლასთან ერთი ნაბიჯია.

ჟურნალისტი ნიკოლო შირა სოციალურ ქსელში წერს, რომ ასენსიოს ხელფასი "ასტონ ვილაში" წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება. 

წყარო ასევე ადასტურებს, რომ მარკოს ტრანსფერი დასკვნით ეტაპზეა.