ავტორიზაცია

ფაბრიციო რომანო: რეალი ბრაჰიმ დიასს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს

ფაბრიციო რომანო: რეალი ბრაჰიმ დიასს გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს
თარიღი 03 ივნ 2023, 17:28
მადრიდის "რეალი" აპირებს ბრაჰიმ დიასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს.

23 წლის ფეხბურთელი მადრიდულ გრანდში "მილანში" იჯარის შემდეგ დაბრუნდება.

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" დიასის იმედი აქვს და მალე მას 2027 წლამდე კონტრაქტს შესთავაზებს.

ნახევარმცველს "ბლანკოსთან" მოქმედი შრომითი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

ბრაჰიმ დიასმა მიმდინარე სეზონში "მილანის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა. ესპანელს შვიდი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეეთა.