Le Parisien: პარი სენ-ჟერმენმა გალიტიე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სპეციალისტმა დღეს, 6 ივნისს, გუნდის სპორტულის დირექტორის ლუის კამპოსისგან გაიგო. ამის შესახებ Le Parisien იტყობინება.
ამ თანამდებობაზე გალტიეს შემცვლელად იულიან ნაგელსმანი მოიაზრება, რომელიც 2022/2023 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნიდან" დაითხოვეს.
56 წლის გალტიე პარიზულ გუნდს 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
56 წლის გალტიე პარიზულ გუნდს 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
35 წლის ნაგელსმანი "ბაიერნის" გარდა, "ლაიფციგსა" და "ჰოფენჰაიმს" ხელმძღვანელობდა.