ავტორიზაცია

ლუკაკუ ინტერში დარჩენისთვის მზადაა ხელფასი შეიმციროს

ლუკაკუ ინტერში დარჩენისთვის მზადაა ხელფასი შეიმციროს
თარიღი 14 Jun 2023, 15:23
"ჩელსის" თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მზადაა ხელფასების შეიმციროს მილანის "ინტერში" კიდევ ერთი სეზონის გასატარებლად. ამის შესახებ The Athletic იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუკაკუმ უკვე გამორიცხა "ჩელსიში" დაბრუნება. ფეხბურთელს ლონდონის გუნდში თამაში არ აინტერესებს, მიუხედავად მწვრთნელის ცვლილებისა.

ბელგიელს "ინტერში" დარჩენა სურს, სადაც მან 2022/23 წლების სეზონი იჯარით გაატარა და იტალიის თასი მოიგო.