ავტორიზაცია

როდის წარადგენს რეალი თავის პირველ ვარსკვლავურ შენაძენს?

როდის წარადგენს რეალი თავის პირველ ვარსკვლავურ შენაძენს?
თარიღი 15 ივნ 2023, 10:21
მადრიდის რეალი ზაფხულის თავის პირველ ვარსკვლავურ შენაძენს დღეს, 15 ივნისს წარადგენს.

ჯუდ ბელინგემის პრეზენტაცია თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ფეხბურთელი დასკვნით სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ ფლორენტინო პერესთან ერთად კონტრაქტს მოაწერს ხელს და სურათებს გადაიღებს, რის შემდეგაც გულშემატკივრების წინაშე წარსდგება.

სამწუხაროდ, სანტიაგო ბერნაბეუზე მიმდინარე სარენოვაციო სამუშაოების გამო, რეალს ფეხბურთელის წარდგენა საკლუბო ბაზაზე უწევს.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი რეალს 103 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა სხვადასხვა ბონუსებით თანხამ შესაძლოა კიდევ 30%-ით მოიმატოს.