ავტორიზაცია

"თავიდან შეგუება ძალიან გამიჭირდა", - გრიზმანმა აღიარა, რომ ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნამ გაანაწყენა

"თავიდან შეგუება ძალიან გამიჭირდა", - გრიზმანმა აღიარა, რომ ნაკრების კაპიტნად მბაპეს დანიშვნამ გაანაწყენა
თარიღი 18 Jun 2023, 22:57
ანტუან გრიზმანმა აღიარა, რომ თავდაპირველად, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად კილიან მბაპე დანიშნეს.

„პირველ დღეებში ჩემთვის ეს ცოტა რთული მისაღები იყო. 32 წლის ვარ, მაგრამ ძალები ჯერ კიდევ გამაჩნია. ვხვდები, რომ კარიერის დასრულებას ვუახლოვდები.

თავიდან ამასთან გამკლავება და შეგუება გამიჭირდა. ახლა კი, ჩვენს კაპიტანს, კილიანს ბოლომდე მხარს ვუჭერ.

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე არც არაფერს არ შევცვლიდი, ასეთი ვარ.“, - აღნიშნა „ატლეტიკოს“ ფორვარდმა.