ნეიმარმა პსჟ-ს დატოვება გადაიფიქრა - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, ნეიმარს ლუის ენრიკესთან მუშაობა კვლავ სურს.
როგორც ცნობილი გახდა, დიდი ალბათობით ესპანელი სპეციალისტი მალე პარიზულ გუნდში კრისტოფ გალტიეს შეცვლის.
როგორც ცნობილი გახდა, დიდი ალბათობით ესპანელი სპეციალისტი მალე პარიზულ გუნდში კრისტოფ გალტიეს შეცვლის.
L'Equipe-ის ცნობით, ამ ამბავმა ნეიმარი უზომოდ გაახარა. ბრაზილიელი მზადაა დარჩეს "პსჟ"-ში, თუ ენრიკე გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.
ვარსკვლავური მოთამაშე თვლის, რომ 53 წლის სპეციალისტი, რომელსაც ბარსელონაში ერთობლივი მუშაობით იცნობს, მოედანზე საუკეთესოდ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.