წყარო: მოდრიჩი ევრო 2024-ზე თამაშს გეგმავს
ხორვატიის ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ეროვნული ნაკრების დატოვებას არ გეგმავს, იტყობინება 24sata.
გამოცემის ცნობით, 37 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.
მოდრიჩის დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2006 წელს შედგა. საერთო ჯამში, 37 წლის ნახევარმცველმა ნაკრებში 166 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემადგენლობაში ასევე დარჩებიან მცველი დომაგოი ვიდა და ნახევარმცველი ივან პერიშიჩი.