ავტორიზაცია

რამაზ სვანაძე: "მოლოდინები, რომლებიც ჩვენ ორი წლის წინ გვქონდა არსად არ წასულა"

რამაზ სვანაძე: "მოლოდინები, რომლებიც ჩვენ ორი წლის წინ გვქონდა არსად არ წასულა"
თარიღი 21 Jun 2023, 11:27
Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას ხვალ, 21 ივნისს, 20:00 საათზე, პორტუგალიასთან მატჩით დაიწყებს, რომელიც თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

მოახლოებული შეხვედრის წინ, ახალგაზრდულმა ნაკრება დინამო არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხოლო მანამდე, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და კაპიტანმა - ანზორ მექვაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რამაზ სვანაძე: "თითქმის ორი კვირაა შეკრებაზე ვართ და ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, პლუს კვიპროსთან თამაშით. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, პორტუგალია ძალიან კარგი, ტექნიკური გუნდია, ერთ-ერთი ფავორიტია ამ ტურნირის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, ჩვენი მიზნები, მასპინძლები ვართ და სახლში ვთამაშობთ - როგორც ტურნირის დებიუტანტის პრიზმიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვეძლევა ძალიან დიდი შანსი იმის, რომ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, წარმოვაჩინოთ საკუთარი ფეხბურთი.

ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ ორი წლის წინ გვქონდა არსად არ წასულა და მე დარწმუნებული ვარ თამაშის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამძაფრდება და ჩემი დიდი სურვილია არის ის, რომ გვქონდეს ის სახე, რაც ჩვენ მიერ ჩატარებულ უმეტესობა თამაშებში გვქონდა და გვახასიათებდა. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ გუნდმა ხვალ თავისი თამაში ითამაშოს.

ანზორ მექვაბიშვილი: "ტრავმას რაც შეეხება მოვირჩინე და ვფიქრობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვარ. არაფერი აღარ მაწუხებს და ხვალინდელ მატჩს დიდი მოლოდინით ველი.

ხვალ, მაყურებელის წინაშე კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. პორტუგალია რა თქმა უნდა ძლიერი გუნდია მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე, ჩვენი სტილი და ვეცდებით, რომ ეს ხვალ მაყურებელს და მთელ მსოფლიოს დავანახოთ."

Nakrebi.ge