ავტორიზაცია

არსენალი რაისისთვის მესამე შეთავაზებას ამზადებს

არსენალი რაისისთვის მესამე შეთავაზებას ამზადებს
თარიღი 24 ივნ 2023, 12:10
ინგლისის ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი დეკლან რაისი კვლავ "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა.

ლონდონური კლუბი დეკლანის ტრანსფერზე ახალ წინადადებას ამზადებს. "მეთოფეებმა" აქამდე 87 მილიონი ევრო პლიუს ბონუსები შეთავაზება გააკეთეს, მაგრამ "ვესტ ჰემმა" შეთავაზებაზე უარი თქვა. 

რაისის კიდევ ერთი მსურველი პრემიერ ლიგის ჩემპიონი მანჩესტერ "სიტია".

გასულ სეზონში ნახევარმცველმა ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.