ავტორიზაცია

ტოტენჰემს იუვენტუსის ფეხბურთელის შეძენა სურს

ტოტენჰემს იუვენტუსის ფეხბურთელის შეძენა სურს
თარიღი 24 ივნ 2023, 12:15
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა გლეისონ ბრემერმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი შეიცვალოს. 

The Telegraph-ის ცნობით, ფეხბურთელს აქვს ვარიანტი ინგლისის პრემიერ ლიგიდან - მის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი" იჩენს.

ინგლისური კლუბის ახალ მწვრთნელს, ანგე პოსტეკოღლუს გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და შესაფერის კანდიდატად ბრაზილიელს ხედავს. 

გასულ სეზონში ბრაზილიელმა 43 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.