ავტორიზაცია

მილანი ჩუკვუეზეს ტრანსფერით ინტერესდება

მილანი ჩუკვუეზეს ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 24 ივნ 2023, 12:22
შემტევი ნახევარმცველი სამუელ ჩუკვუეზე, რომლის უფლებები ესპანურ "ვილიარეალს" ეკუთვნის, მილანის სატრანსფერო სამიზნეა.

ჟურნალისტ მატეო მორეტოს თქმით, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ხელმძღვანელობა მზადაა გაყიდოს 24 წლის ფეხბურთელი, თუ მის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში გაიმართება.

გასულ სეზონში სამუელმა "ვილიარეალის" შემადგენლობაში 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.