მადრიდის რეალი ვინისიუს ჟუნიორს ახალ კონტრაქტს უმზადებს
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ვინისიუს ჟუნიორს ახალ კონტრაქტს უმზადებს.
Cadena SER-ის ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" ხუთწლიანი იქნება.
Cadena SER-ის ცნობით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ახალი კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" ხუთწლიანი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტში შედის 1 მილიარდი ევროს გათავისუფლების პუნქტი და ბონუსი, რომელსაც ვინისიუსი მიიღებს ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში.
ვინისიუს ჟუნიორმა გასულ სეზონში 55 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ბრაზილიელმა 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.