ოფიციალურად: გიორგი ლორიამ ანორთოსისი დატოვა

საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარემ გიორგი ლორიამ "ანორთოსისი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ლორია ფამაგუსტელთა ღირსებას 2019-23 წლებში იცავდა, რა დროშიც 127 შეხვედრა ჩაატარა.
გამოცდილმა მეკარემ 2022/23 წლების სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა.