ავტორიზაცია

BREAKING: მეისომ მაუნტი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს

BREAKING: მეისომ მაუნტი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს
თარიღი 29 Jun 2023, 20:04
"ჩელსის" ნახევარმცველი მეისონ მაუნტი უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება, ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლონდონელების წარმომადგენლებმა 24 წლის ფეხბურთელისთვის "წითელი ეშმაკებისგან" ბოლო შეთავაზება მიიღეს.

ტრანსფერის თანხამ 55 მილიონი ფუნტი შეადგინა, პლიუს 5 მილიონი ბონუსები. კონტრაქტი 2028 წლის ზადხულამდე იქნება გათვლილი.

მაუნტმა 2022/2023 წლების სეზონში "ჩელსის" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.