ლუკაკუმ წლიურად 50-მილიონიან ხელფასზე უარი თქვა

რომელუ ლუკაკუმ „ალ ჰილალს" უარი უთხრა და ევროპაში უნდა დარჩენა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს წლიურად 50 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ, თუმცა მან ამ შემოთავაზების განხილვაც კი არ ისურვა, რადგან ტოპ-დონეზე სურს თამაშის გაგრძელება.
„ალ ჰილალის" გარდა, ფეხბურთელის შეძენას „ინტერიც" ცდილობს, რომელშიც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა. თუმცა, „ჩელსი" კიდევ ერთ იჯარაზე დატთანხმებას არ აპირებს და მისი გაყიდვა ურჩევნია.
2022/23-სეზონში ლუკაკუმ სერია ა-ს 25 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.