ტრანსფერი დაიხურა - სეზარ ასპილიკუეტამ ინტერს უარი უთხრა და ლა ლიგაში ბრუნდება
34 წლის ვეტერანი ესპანელი მცველი, სეზარ ასპილიკუეტა, კარიერას „ჩელსიდან" მადრიდის „ატლეტიკოში" გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შეთანხება დაიხურა და ფეხბურთელი „როხიბლანკოსთან" კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
„ჩელსი" თავის ყოფილ კაპიტანს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე.
ასპილიკუეტას პირადი კონტრაქტი „ინტერთან" ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკებებში „ატლეტიკო" ჩაერთო და ფეხბურტელის სამშობლოში დაბრუნების სურვილმა ყველაფერი გადაწონა.